Wednesday, December 16, 2015

დღე მეცხრე

მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.მოვისმენეთ თითოეული ჩვენგანის პრეზერტაციები.განსაკუთრებით მომეწონა ელისო დოღაძისა და მარიკა კაციას პრეზენტაციები.
 გავეცანით პრეზენტატორის  უნარ-ჩვევებს ,რაც მნიშვნელოვან წონას სძენს პრეზენტაციას.
 კურსის რესურსებში თავი მოვუყარეთ ყველა იმ დოკუმენტს, რომელსაც პერმანენტულად უნდა მივუბრუნდეთ.
ძალიან საინტერესო პრეზენტატორები გვყავს ჯგუფში.
დიდი მადლობა ინტელს!

Sunday, December 13, 2015

დღე მერვე

შევქმენით ციტირებული დოკუმენტების ჩამონათვალი.შევიტანეთ შესწორებები მოსწავლის ნიმუშში.  გავეცანით მეშვიდე მოდული ფასილიტაციისა და პროექტის გეგმის ჩეკლისტს. გუგლ ფორმებით  შევქმენით კითხვარი. კითხვარი სახლში მაქვს დასასრულებელი.

Saturday, December 12, 2015

დღე მეშვიდე

დღე მეშვიდე
მოვაწესრიგე პროექტის გეგმები და რუბრიკები. მოსწავლეთა დიფერცირებასთვის შევქმენით თვითშეფასების ფორმა, რომელიც გამოავლენს   ბავშვების მიდრეკილებებს სწავლის ტიპის მიხედვით. საქაღალდეები ავტვირთეთ დრაივზე. ბავშვებს შეუქმენით ხარაჩოები ანუ მაოერიენტებელი მითითითებები.

Thursday, December 10, 2015

დღე მეექვსე


პროექტის მიზნის განსახორციელებლად ჩამოვწერეთ აქტივობები.შეფასების რუბრიკა
შევუსაბამეთ ჩვენს კონკრეტულ პროექტს ვფიქრობ პროექტი იღებს სრულ სახეს.