Saturday, November 28, 2015

დღე მეხუთე

გავეცანით საავტორო უფლებებს, რჩევებს მსწავლეებთან პოზიტიური უკუკავშირის დასამყარებლად. კოლეგებს ბლოგებზე დავუტოვეთ კომენტარები.
 ტრენინგის მეორე ნაწილი-  სქემატურად გავაკეთეთ სლაიდ შოუ. სახლში დავალება- მივცეთ სლაიდ შოუს დასრულებული სახე.ვფიქრობ,რომ ბევრ რამეს შევცლი.

დღე მეოთხე

გავეცანით  განმავითარებელი შეფასების ოთხ და განმსაზღველი შეფასების ერთ მიზანს. (მოდული2/აქტივობა3).შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. შევავსეთ ცხრილი "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. დავამატეთ ბლოგზე გვერდები გაჯეტების სახით. ვისწავლეთ ბლოგზე დადებული მასალის "დაფარვა"
.

Wednesday, November 18, 2015

დღე მესამე

ბევრად უფრო სწრაფად და ხალისიანად ვიმუშავე. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას. ჩამოვაყალიბეთ კითხვები ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. სტანდარტიდან გამომდინარე შევიმუშავეთ ამოცანები. დავგეგმეთ მათ გასახორციელებლად აქტივობები.
მგონი რაღაც გამოდის .მომდევნო გაკვეთილამდე თუ არ გადამავიწყდა. ვეცდები არ ვიზარმაცო (არაჩვეულებრივი ტრენერის ხათრით)

Sunday, November 15, 2015

დღე მეორე

გავეცანი გეგმას. მოვახდინე შინაარსის კორექტირება.დავკონკრეტდი ინდიკატორების შერჩევისას. ვფიქრობ,ბავშვები შეიცვლიან სტატისტიკის მიმართ დამოკიდებულებას,თუკი მათი მასწავლებელი მოახერხებს და მიიტანს აქ მიღებულ ცოდნას კლასამდე.ბუკლეტის შედგენისას  ვიხალისე.

Saturday, November 14, 2015

პირველი დღე

პროექტებით სწავლების მეთოდი პირველი მოდული - პროექტისა და სტანდარტულ გაკვეთილის შორის არსებითი განსხვავება ,რაც ცხოვრებასთან კავშირში გამოიხატება. მახასიათებლების გაცნობისას ჩემთვის გამოიკვეთა რიგი სირთულეები.,
მათემატიკის სპეცფიკიდან გამომდინარე. ვფიქრობ გამომადგება კონკრეტული გეგმის წაკითხვა., კონკრეტული ეტაპების თანმიმდევრობის დამახსოვრება სავარაუდოა, რომ გამიჭირდება .